თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 132-135-ე კმ მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში 15-17 ივნისს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საავტომობილო გვირაბი 15 ივნისის 00:00 სთ-დან 17 ივნისის 00:00 სთ-მდე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ჩაიკეტება.
ამ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.