თბილისი, 10 ივნისი— Sputnik. ასპინძაში, ე.წ. ერკოტის უბანში, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი მეათე კლასის მოსწავლე მაშველებმა გარდაცვლილი ნახეს, იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“.
15 წლის გოგონას 9 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ. გოგონა დინებამ გაიტაცა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ 5 მაისს მტკვარში ჩავარდნილ 28 წლის კაცსაც.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში გიმზერ კაველიძე გაუჩინარდა. ასპინძის გარდა, მისი ძებნა ახალციხე-ბორჯომის რეგიონშიც მიმდინარეობს.
წყარო - „სამხრეთის კარიბჭე“.