თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ჰოლივუდის დიდების ხეივანში ჰიპ-ჰოპ არტისტის, ტუპაკ შაკურის (2Pac) ვარსკვლავის გახსნაზე გამომსვლელმა უამბო შეკრებილ საზოგადოებას, თუ როგორ ჰყვარებია რეპერი ერთ ქართველ ტაქსის მძღოლს, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.
ცერემონიას მუსიკოსის ახლობლები და თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ. ვარსკვლავი გარდაცვლილი რეპერის დამ, სეთ შაკურმა მიიღო.
ჰოლივუდის დიდების ხეივანში ჰიპ-ჰოპ არტისტის, ტუპაკ შაკურის (2Pac) ვარსკვლავის გახსნა
© Courtesy of 2PAC's Family
აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი პროდიუსერის, ჯამალ ჯოზეფის გამოსვლის ტექსტი (ის მუშაობდა დოკუმენტურ ფილმზე 2Pac-ის შესახებ), რომელიც მან რეპერის ვარსკვლავის გახსნისთვის მოამზადა, ქართველ მძღოლთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა.
ჰოლივუდის დიდების ხეივანში ჰიპ-ჰოპ არტისტის, ტუპაკ შაკურის (2Pac) ვარსკვლავის გახსნა
© Courtesy of 2PAC's Family
ჯოზეფის თქმით, წინა დღეს ის და თავისი ცოლი ჩასხდნენ ტაქსიში, რომლის მძღოლი ქართველი იყო. ის ტუპაკის თაყვანისმცემელი აღმოჩნდა და იმ მომენტში მანქანაში რეპერის სიმღერას უსმენდა. ეს იყო კომპოზიცია Dear Mama.
ჰოლივუდის დიდების ხეივანში ჰიპ-ჰოპ არტისტის, ტუპაკ შაკურის (2Pac) ვარსკვლავის გახსნა
© Courtesy of 2PAC's Family
„თითქოს 2 Pac-ის ენერგია გვესაუბრებოდა. მან (ქართველმა მძღოლმა - რედ.) გვიამბო, თუ რამხელა გავლენა იქონია მასზე 2Pac-ის მუსიკამ ბავშვობიდან დღემდე. გვიყვებოდა, თუ როგორ უსმენდა რეპერს თანატოლებთან ერთად. მძღოლი ჯორჯიადან, უფრო სწორედ საქართველოდან არის. ამერიკის შტატი არ გეგონოთ, ის საქართველოდანაა“, - დააზუსტა ჯოზეფმა და აღნიშნა, რომ 2Pac-ს მთელს მსოფლიოში იცნობენ.
რეპერი ყველა დროის საუკეთესო მუსიკოსთა ასეულში შედის. საკუთარი ჰიპ-ჰოპით დღემდე იკავებს წამყვან პოზიციებს მსოფლიო ჩარტებში. 2Pac-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 75 მლნ ფირფიტა გაყიდა და ყველა დროის ყველაზე პოპულარული ჰიპ-ჰოპ შემსრულებელია.
25 წლის ასაკში შაკური 1996 წელს ლას-ვეგასში მოკლეს. მისი მკვლელები დღემდე არ დაუჭერიათ.