კანადის მთავრობა რამდენიმე დღეა სხვადასხვა რეგიონში გავრცელებულ ტყის ხანძრებს ებრძვის. კანადის პროვინცია ახალ შოტლანდიაში გაჩენილი ხანძარი ქვეყნის ისტორიაში უდიდესია.
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ კვებეკში ხანძრის ქრობაში შეიარაღებული ძალების დახმარების განკარგულება გასცა. სახანძრი სამსახურის ცნობით, მხოლოდ ამ პროვინციაში 150-ზე მეტი აქტიური ხანძრის კერა დაფიქსირდა.