ბელოუსოვი: რუსეთი აფრთხილებდა გაეროს კახოვკის ჰესზე უკრაინის შეტევის საშიშროებაზე

Sputnik
თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. რუსეთი აფრთხილებდა გაეროს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე უკრაინის არმიის შეტევის საშიშროებაზე, მაგრამ მოსკოვის სიგნალი უგულებელყვეს, განაცხადა ჟენევაში მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი ბელოუსოვმა.

„2022 წლის 21 ოქტომბერს რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ნიუ-იორკში გაავრცელა წერილი, რომელშიც გამოხატული იყო სერიოზული შეშფოთება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ელექტროსადგურის დაცხრილვისა და ასეთი ბარბაროსული ქმედებების შესაძლო კატასტროფულ შედეგებთან დაკავშირებით. წერილი მოუწოდებდა გაეროს ხელმძღვანელობას, მიეღოთ ზომები კიევის რეჟიმის ამ ამაზრზენი პროვოკაციების შესაჩერებლად. სამწუხაროდ, ამ მიმართვას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია“, — განაცხადა ბელოუსოვმა გაეროს განიარაღების კონფერენციაზე.

მისი თქმით, კიევი ცდილობს თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს და კახოვკის ჰესის ნგრევაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს; კიევის მიერ მომხდარის მოსკოვისთვის ნაჩქარევი გადაბრალება კი არის „ირიბი დასტური“ იმისა, რომ „დივერსიის პროპაგანდისტული თანხლება წინასწარ მზადდებოდა, ხოლო თავად ტერორისტული აქტი დასავლელი კურატორების მდუმარე თანხმობით განხორციელდა“.
კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესახებ 6 ივნისის ღამით გახდა ცნობილი. ინციდენტში რუსულმა მხარემ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ ჰიდროელექტროსადგურს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით შეუტია. თავის მხრივ, კიევში აცხადებენ, რომ ჰესი რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს. როგორც ზელენსკის ოფისში ირწმუნებიან, აფეთქების მიზანი უკრაინული კონტრშეტევის ჩაშლაა.