უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ზურაბ მუშუქია დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
შემთხვევა ბახმუტთან ახლოს გუშინ მოხდა, მებრძოლი დაბომბვას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ მუშუქია ფრონტის წინა ხაზიდან გადმოსვენებული ჯერ არ არის.
ზურაბ მუშუქია გამოცდილი სამხედრო იყო, მონაწილეობდა აფხაზეთისა და აგვისტოს ომებში.
2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში 40-ზე მეტი ქართველი მებრძოლია დაღუპული.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
წყარო - „მთავარი არხი“