საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგები 10:24 საათზე დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თიანეთთან ახლოს, სოფელ უკანაფშავში დღეს, 7 ივნისს 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები 10:24 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 11 კმ სიღრმეში იყო.
გუშინ ამავე ტერიტორიაზე 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.