საქართველოში ზაფხული ცუდი ამინდებით დაიწყო. წვიმები და ქარები, სიცივე, ჭექა-ქუხილი - ასეთი იყო ივნისის დასაწყისი. უამინდობის გამო კახეთს ზიანი მიადგა. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში განადგურდა ინფრასტრუქტურა, შენობები და სახნავ-სათესები, ასევე სახლები.