საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ინფორმაცია ნგრევის ან ადამიანური მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. თიანეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 32 კმ-ში, სოფელ უკანაფშავში 3,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისქვეშა ბიძგები 11:21 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 15 კმ სიღრმეზე იყო.
ინფორმაცია ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.