ლავროვი: რუსეთ-ტაჯიკეთის წაჩხუბებას ვერავინ შეძლებს

Sputnik
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. მიუხედავად მცდელობებისა, რუსეთსა და ტაჯიკეთს შორის შუღლის დათესვას ვერავინ შეძლებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რომელიც დუშანბეში იმყოფება.
„ჩვენს ქვეყნებს შორის შუღის დათესვას, რასაც ბევრი ცდილობს, ვერავინ შეძლებს. მოძმე ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა არის გარანტია ყოველმხრივ მომგებიანი რუსეთ-ტაჯიკური პარტნიორობისა და ალიანსის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოებისა. ეს მეგობრობა მხოლოდ გაძლიერდება“, — თქვა მან რუსულ-ტაჯიკურ უნივერსიტეტში გამოსვლისას.
მანამდე ლავროვმა ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სიროჯიდინ მუჰრიდინთან გამართა მოლაპარაკება. მხარეებმა განიხილეს ავღანეთში არსებული ვითარება, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და რუსეთის დახმარება ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში.
დუშანბეში ვიზიტის პირველ დღეს, 5 ივნისს, ლავროვი 201-ე რუსულ სამხედრო ბაზას ეწვია.