ქართველი პიანისტები უნგრეთში კონცერტებს გამართავენ

მუსიკოსებს თბილისში სპეციალური ჟიური შეარჩევს, რომელსაც თავად ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.
Sputnik
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით ქართველი პიანისტები ბუდაპეშტში კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას
ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე 2023 წლის მარტში ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ფილარმონიის, ცნობილი ადგილობრივი საკონცერტო ორგანიზაციის დირექციას შეხვდა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნიჭიერი ქართველი პიანისტები 2024–2025 წლების საკონცერტო სეზონზე ბუდაპეშტის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში გამოვლენ.
ელისო ბოლქვაძე
პიანისტებს თბილისში სპეციალური ჟიური შეარჩევს, რომელსაც თავად ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს.
პროფესიული მოღვაწეობა ელისო ბოლქვაძემ საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად გამოდის ევროპისა და აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში. მას მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო გერმანიაში, პორტუგალიაში, აშშ-ში.
2012 წელს ჩამოაყალიბა ფონდი „ლირა", რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს უწევს დახმარებას.
ელისო ბოლქვაძეს იუნესკოს მშვიდობის ელჩის წოდება სამჯერ მიანიჭეს.