მსოფლიო დღეს

ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აღიკვეთა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლებმა დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებასა და ძალაუფლების მიტაცებას გეგმავდნენ, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო 24.kg წყაროებზე დაყრდნობით.
ეჭვმიტანილთა დაკავების კადრები სოციალური ქსელების ყირგიზულ სეგმენტში გავრცელდა. ვიდეოებიდან ივარაუდება, რომ დაკავებები ბიშკეკის კერძო სექტორში მიმდინარეობს.
ამ დროისათვის უცნობია, კონკრეტულად ვინ ან რამდენი ადმიანია დაკავებული.