თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. თბილისში არსებულ სავაჭრო ცენტრებში ევაკუაციაა გამოცხადებული, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში დაფიქსირდა შეტყობინება, რომ ისინი დანაღმულია. თანამშრომლები და მოქალაქეები შენობებიდან დაახლოებით 19:30 საათის შემდეგ გაიყვანეს.
ევაკუაცია განხორციელდა სავაჭრო ცენტრებში - „ისთ ფოინთი“, „თბილისი ცენტრალი" და „თბილისი მოლი".
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დღეს თბილისის, ქუთაისისა და გორის სასამართლოებშიც მიიღეს ანონიმური შეტყობინებები შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.
გარდა ამისა, ტელეკომპანია „ფორმულის" ინფორმაციით, ევაკუაცია გამოცხადდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სადაც ასევე ანონიმური შეტყობინება შევიდა ბომბის არსებობის შესახებ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია ევაკუაციის შესახებ თელავის სასამართლოდან.
ორშაბათს, დილით ასეთი ანონიმური შეტყობინება შევიდა აგრეთვე თბილისის ორ კერძო სკოლაში.