თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ინფორმაცია „ბრიტანულ-ქართული აკადემიის" ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ არ დადასტურდა, ნათქვამია სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებაში.
სკოლის ადმინისტრაციამ ორშაბათს, დილით ელექტრონული ფოსტით მიიღო შეტყობინება, რომ შენობაში ბომბია. სკოლიდან სასწრაფოდ განხორციელდა ევაკუაცია.
„სკოლის მთლიანი პერიმეტრი შემოწმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაღმვის სამსახურის მიერ", – ნათქვამია განცხადებაში.
სწავლა აკადემიაში ჩვეულ რეჟიმში ხვალიდან განახლდება, აღნიშნულია განცხადებაში.
„ბრიტანულ-ქართული აკადემია" კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა. ის 2006 წელს დაარსდა. მდებარეობს ლისის ტბასთან.