ღვინის საერთაშორისო გამოფენა თბილისში - ფოტო

საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ს ტერიტორიაზე ღვინის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა.
Sputnik
საქართველო ღვინის სამშობლოა. ღვინის ტურიზმი ბოლო წლებში საკმაოდ ვითარდება, შეიქმნა ბევრი ახალი ღვინის მწარმოებელი კომპანია და მცირე მარნები.
1 / 10

საქართველოში ღვინის გამოფენა რეგულარულად იმართება

2 / 10

ეს ქვეყნის ტრადიციაა, ვინაიდან საქართველო ღვინის სამშობლოა

3 / 10

ერთ-ერთი ასეთი გამოფენა Expo Georgia-ში გაიმართა

4 / 10

აქ წარმოდგენილი იყო დიდი და მცირე კომპანიების პროდუქცია

5 / 10

მარნები წარმოადგენენ საკუთარ საუკეთესო პროდუქტებს, რომლებსაც გამოფენის სტუმრები აგემოვნებენ

6 / 10

როგორც წესი, ასეთი გამოფენები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და მათ ათასობით ადამიანი სტუმრობს

7 / 10

დეგუსტაციის გარდა, გამოფენაზე შეიძლებოდა ნებისმიერი ღვინის შეძენაც

8 / 10

ამავდროულად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სომელიეები მართავენ კონკურსს, რომლითაც გამოავლენენ საუკეთესო ღვინოებს და გამოფენის გამარჯვებულებს ასახელებენ

9 / 10

სტუმრები კი იღებენ უამრავ დადებით შთაბეჭდილებას, კარგ ემოციებსა და ქართული ღვინის განუმეორებელ არომატს

10 / 10

ღვინის გამოფენა ყოველთვის უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ