ევაკუაცია თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში: შევიდა ინფორმაცია ბომბის შესახებ - მასმედია

შეტყობინება ბომბის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონული ფოსტით მიიღო.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში" ევაკუაცია გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება, რომ სკოლის შენობაში ბომბია.
სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ბრიტანულ-ქართული აკადემია" კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა. ის 2006 წელს დაარსდა. მდებარეობს ლისის ტბასთან.