ჩხრეკა კაზინოში - ადგილზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მუშაობს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები ამოიღეს.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. თბილისში, კაზინო „აჭარაში" საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება, იუწყება „პირველი არხი".
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. სამართალდამცველებმა კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები ამოიღეს.
ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გავრცელებულა.