ანანო ჯინჭარაძე EFC European Circuit U14-ის გამარჯვებულია

ქართველმა სპორტსმენმა ფინალურ ორთაბრძოლაში რუმინეთის წარმომადგენელი დაამარცხა.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ქართველი რაპირით მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძე ბულგარეთის ქალაქ შუმენში გამართული საერთაშორისო ტურნირის EFC European Circuit U14-ის ჩემპიონი გახდა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
14 წლის ქართველმა მოფარიკავემ ფინალურ შეხვედრაში რუმინელი მეტოქე მარია ლეონტე 15:9 დაამარცხა.
ტურნირში მონაწილეობდა 22 სპორტსმენი რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და საქართველოდან.
ანანო ჯინჭარაძემ საერთაშორისო ტურნირზე შარშანაც გაიმარჯვა. მან თბილისში გამართული „ბასის თასი“ მოიგო.