ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა

ნონა გაფრინდაშვილი 65+ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკეებმა ნონა გაფრინდაშვილმა და ზურაბ სტურუამ წარმატებით იასპარეზეს ევროპის სენიორთა ჩემპიონატზე იტალიაში და მედლებიც მოიპოვეს, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ზურაბ სტურუამ 50 წელზე უფროს სპორტსმენთა ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, ნონა გაფრინდაშვილმა კი 65 წელზე უფროს მოჭადრაკეთა შორის მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ სტურუამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა, ნონა გაფრინდაშვილი კი 65+ ასაკობრივ კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.