რამდენი ადამიანი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში - ახალი მონაცემები

ბრალდებულების საერთო რაოდენობიდან 38-ს ბრალი წარედგინა მკვლელობაში
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის იანვარი-აპრილში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 7.052 ადამიანი, აქედან 537 პირობით სასჯელს იხდიდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბრალდებული სხვადასხვა დანაშაულში პასუხისგებაში მისცეს თბილისში (2.483), აჭარაში (1011), იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (824).
აჭარაში ძმის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა >>
ბრალდებულების საერთო რაოდენობიდან:
38-ს ბრალი წარედგინა მკვლელობაში,
890-ს – ოჯახურ ძალადობაში,
76-ს – მძიმე დაზიანებების მიყენებაში,
24-ს – გაუპატიურებაში,
29-ს – სქესობრივ აქტში 16 წელს მიუღწეველ პირთან,
978-ს – მუქარაში,
1.273-ს – ქურდობაში,
1086-ს – ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებში,
72-ს – სამსახურებრივ დანაშაულებში.
სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაზარალებულად იანვარი-მარტში აღიარეს 6.308 ადამიანი, საიდანაც უმრავლესობა 25–45 წლისაა. გარდა ამისა, სხვადასხვა დანაშაულის შედეგად დაშავდა 504 არასრულწლოვანი და 573 პენსიონერი.
დაზარალებულების საერთო რიცხვიდან 8,7% უცხოეთის მოქალაქეა.