ფესტივალი „არტ-გენი“ კვლავ გააერთიანებს ცნობილ ქართველ არტისტებს: პროგრამა

„არტ-გენი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მასშტაბური ფესტივალია საქართველოში
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ფესტივალი „არტ-გენი" (Art-Geni) თბილისის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ 20-დან 30 ივლისამდე პერიოდში ჩატარდება.
ფესტივალის განმავლობაში კონცერტების გარდა გაიმართება ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვები, მოეწყობა ლუდის და ღვინის სივრცეები და სხვ.
ფესტივალი „არტ-გენი“
ფესტივალის დეტალური პროგრამა:
20 ივლისი
20:00 – 22:00 ფოლკლორი: სტუმრები სამეგრელოდან და სამაჩაბლოდან, ანსამბლები:„მუსიკელი“, „სახიობა“
22:30 დასკვნითი კონცერტი: „სუხიშვილები“
სუხიშვილები
21 ივლისი
20:00 – 22:00 ფოლკლორი: სტუმრები ქვემო ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან
22:30 დასკვნითი კონცერტი: რობი კუხიანიძე & Outsaider, CIRCUS MIRCUS
ქართული ჯგუფი Circus Mircus
22 ივლისი
20:00 – 22:00 ფოლკლორი: შიდა ქართლი
22:30 საფინალო კონცერტი: „კახაბერი და ხანუმები“
კახაბერის შოუ თბილისის მოდის კვირეულზე
23 ივლისი
20:00 – 22:00 ფოლკლორი: სტუმრები მცხეთა-მთიანეთიდან და გურიიდან, ანსამბლები: „ურმული“, „დიდგორი“
22:30 საფინალო კონცერტი: ნინო ქათამაძე და Insight, პაპუნა შარიქაძე & ხონძი
ნინო ქათამაძე
28 ივლისი
20:00 – 22:00 ფოლკლორი: სტუმრები იმერეთიდან და სვანეთიდან, ანსამბლები: „მასპინძელი“, „ქსოვრელები“
22:30 საფინალო კონცერტი: „თამადა“
Tamada
29 ივლისი
20:00 – 22:00 ფოლკლორი: სტუმრები რაჭიდან და აჭარიდან, ანსამბლები: „ზემოურები“, „ელესა“
22:30 დასკვნითი კონცერტი: „გაგა ფრანი“, REGGAEO
REGGAEON
30 ივლისი
20:00 – 22:00 ფოლკლორი: სტუმრები კახეთიდან და თუშეთიდან, ანსამბლები: ლელა თათარაიძე და „კესანე“, „იალონი“
22:30 დასკვნითი კონცერტი: ნიაზ დიასამიძე და „33ა"
ნიაზ დიასამიძე და „33ა"
„არტ-გენზე“ 12 წლამდე ასაკის ბავშვების შესვლა უფასოა, სრულწლოვანების თანხლებით.
ფესტივალი „არტ-გენი" 2004 წელს დაფუძნდა და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 30–40 ათასი ადამიანი ესწრება. ფესტივალის მთავარი მიზანი ფოლკლორის, ხალხური რეწვის, ზეპირსიტყვიერების, ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციაა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.