თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში უმძიმესი ავარია მოხდა - შეჯახების შედეგად დაიღუპა 11 თვის ბავშვი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და დისტრიბუციის ავტომობილები შეეჯახნენ. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.