თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. ბათუმში 3 ივნისს ველოსიპედის მსოფლიო დღის ფარგლებში ველოფესტივალი სხვადასხვა თემატური გასართობი აქტივობით მიმდინარეობს.
Batumi Bicycle Festival-მა სტარტი აიღო 13 საათზე ანბანის კოშკთან ველო-გარბენით „მდგრადი ბათუმი": ორგანიზატორებმა 9-კილომეტრიანი მარშუტი შეადგინეს.
Batumi Bicycle Festival 2023
© Love to Ride - Batumi
მოგვიანებით, 15:00-დან 18:00 საათამდე ანბანის კოშკთან მოეწყობა ველო-კუთხე, სადაც ჩატარდება ველო-თამაშები მოყვარულებისთვის: „ნელი ველო-შეჯიბრება", „ველო-ბოულინგი ბავშვებისთვის", „ველო-ქვიზი" - 10 კითხვა ველომოყვარულს და სხვ.
ველოსიპედის მსოფლიო დღე (World Bicycle Day), რომელიც 3 ივნისს აღინიშნება, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2018 წლის აპრილში გამოაცხადა. დოკუმენტის თანაავტორი 56 სახელმწიფო გახდა.