თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. უნგრულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 2 ივნისიდან ევროპის ხუთ ქალაქში პირდაპირი ავიარეისების შესრულება დაიწყო, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული ფრენები შესრულდება ბრიუსელში, მადრიდში, ფრანკფურტში, ჰამბურგსა და პოზნანში. რეისები კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნეს, ახალი მიმართულებების დამატებასთან ერთად ფრენების რაოდენობაც გაიზრდება (პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენის მიმართულებით ფრენების რაოდენობა ერთით იზრდება) და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
ამჟამად ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის 27 მიმართულებით ასრულებს.