თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. მექსიკის შტატ ხალისკოს პროკურატურის თანამშრომლებმა, რომლებიც შვიდ დაკარგულ ახალგაზრდას ეძებდა, ზაპოპანის ხეობაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე ათობით ტომარა იპოვეს, იუწყება პროკურატურა.
არსებული ცნობით, 40-მეტრი სიღრმის ხრამიდან ტომრების ამოტანის ოპერაცია ოთხშაბათის შუადღით დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს.
„წინასწარი მონაცემებით, ამ დროისათვის ამოტანილია 45 ტომარა — როგორც ქალების, ისე მამაკაცების სხეულის ნაწილებით“, — ნათქვამია ხალისკოს პროკურატურის Twitter-ზე.
უწყების ინფორმაციით, მუშაობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, „სანამ ყველა ტომარა არ იქნება ამოღებული“.
როგორც პროკურატურა აცხადებს, უწყება საგამოძიებო მოქმედებებს „გულმოდგინედ და ობიექტურად ჩაატარებს“, რაც საშუალებას მისცემს მათ, პასუხი გასცენ შეკითხვებს ყველა იმ პირის ადგილსამყოფელის შესახებ, რომლებიც ამ დროისათვს უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევიან.