კვლევის ავტორი, ბიოლოგიის დოქტორი ადრიან გლოვერი აღმოჩენას „დაუჯერებელ პრივილეგიას“ უწოდებს
მეცნიერმა ოკეანის ფსკერს „გასაოცარი ადგილი“ უწოდა, სადაც, მიუხედავად სიცივისა და სიბნელისა, სიცოცხლე ყვავის
ერთ-ერთ აღმოჩენილ არსებას „მარმელადის ციყვი“ უწოდეს გრძელი კუდისა და ჟელესებური კონსისტენციის გამო
განსაკუთრებით გავრცელებული კატეგორიებია ფეხსახსრიანები, მატლები და ობობისებრნი
ნაპრალი წყნარ ოკეანეში ტექტონიკური ფილების მოძრაობით გაჩნდა, ხოლო ადამიანებმა აქ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება დაიწყეს
ნაპრალში კვლევები სპეციალური დისტანციური წყალქვეშა აპარატებით განხორციელდა, რომელიც 6 ათასი მეტრის სიღრმეზე ჩადის. მეცნიერები წყალქვეშა პროცესებს აპარატურაზე დამაგრებული კამერების საშუალებით პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს
სპეციალისტები ღელავენ, რომ აქამდე უცნობი არსებები გადაშენების პირას არიან
ყველაფრის მიზეზი კი ღრმა წყლებში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაა
ადრიან გლოვერმა წიაღისეულის მოპოვებაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა
მისი თქმით, მკვლევარებმა და მეწარმეებმა უნდა მოილაპარაკონ, რომ წიაღისეულის მოპოვება ოკეანის დაბინძურების, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე მოხდეს