სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ადგილობრივების თქმით, სეტყვა და ძლიერი წვიმა 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
Sputnik
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა, იუწყება „პირველი არხი“.
ძლიერმა სეტყვამ კოლაგში, ჩუმლაყსა და ბაკურციხეში ატმისა და გარგარის ბაღები, სხვადასხვა ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ჩამოტანილი ქვა-ღორღის გამო ცენტრალურ საავტომობილო გზაზე დროებით შეფერხდა მოძრაობა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ოდენობის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
წყარო - „პირველი არხი“