თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ევროპაში გაზის საბირჟო ფასი დღეს თითქმის 10%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 300 დოლარს გადააჭარბა, ნათქვამია ლონდონის ბირჟა ICE Exchange-ის მონაცემებში.
გავრცელებული ინფორმაციით, ფასის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ კუნძულ მელკოიაზე მდებარე ნორვეგიის თხევადი გაზის ქარხანა Hammerfest LNG გაჟონვის გამო დაიხურა.
მანამდე, ვაჭრობის დაწყების მომენტისთვის TTF-ის ინდექსით ივნისის ფიუჩერსები 282 დოლარი ღირდა ათას კუბომეტრზე. გაჟონვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი ფასმა 9,2%-ით აიწია და 304,8 დოლარი შეადგინა.
თბილისის დროით 14:31 საათისთვის ათასი კობომეტრი ბუნებრივი აირის ფასი 303,6 დოლარზე დაფიქსირდა.