ელჩი ანტონოვი: აშშ მოსკოვზე დრონებით შეტევებს უგულებელყოფს

Sputnik
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. შეერთებული შტატები კიევს ერთგვარ ინდულგენციას აძლევს რუსეთთან შეტაკებების გასაგრძელებლად, როდესაც მოსკოვზე დრონებით ბოლოდროინდელ თავდასხმებს საჯაროდ უგულებელყოფს, განაცხადა რუსეთის ელჩმა ვაშინგტონში ანატოლი ანტონოვმა.
მისი თქმით, ვაშინგტონის განცხადებები მოსკოვში დრონებით განხორციელებულ ტერაქტთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ტერორისტების ქმედებების წახალისებაა.

„ერთადერთი, რასაც უკრაინელი ფსევდოპოლიტიკოსები ანგარიშს უწევენ, არის დასავლეთის პოზიცია შეერთებული შტატების მეთაურობით. დუმილი და ლურჯ-ყვითელ შევრონებიანი ავაზაკების სისასტიკის იგნორირება და დუმილი ერთგვარი ინდულგენციაა ნაცისტებისთვის, განაგრძონ უპერსპექტივო დაპირისპირება რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან“, — განაცხადა ანტონოვმა.

რუსი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ „კიეველი რადიკალების“ სანუკვარი ოცნება ნატოსა და რუსეთის შეჯახებაა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 30 მაისს მოსკოვზე დრონებით შეტევა — ეს იყოკიევის რეჟიმის პასუხი“ რუსეთის მიერ უკრაინაში გადაწყვეტილების მიმღებ ერთ-ერთ ცენტრზე მიტანილ „ძალიან ეფექტურ დარტყმებზე“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიით, მოსკოვზე თავდასხმაში რვა უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. აქედან ხუთი ჩამოაგდეს, ხოლო სამი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა გამოიყვანა მწყობრიდან. მოსკოვის მერ სერგეი სობიანინის თქმით, შეტევისას რამდენიმე სახლი უმნიშვნელოდ დაზიანდა, თუმცა შენობების ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა.