თბილისი, 30 მაისი — Sputnik. რუსეთში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც მშობელთა მზრუნველობის გარეშე დარჩენილი ბავშვების ახალი რეგიონებიდან გაყვანას გეგმავდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
„მოსკოვში დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელიც რუსეთში ფონდ Save Ukraine-ის დავალებით მუშაობს გათავისუფლებული ტერიტორიებიდან ობლების გაყვანის მიზნით“, — აცნობა წყარომ სააგენტოს.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს, იანვარში ვლადიმირ პუტინმა დაავალა მთავრობას, ბავშვთა ომბუდსმენსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს, დაედგინათ დონეცკსა და ლუგანსკში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში მცხოვრები ობლები, რათა დროულად მიეწოდებინათ მათთვის სახელმწიფო და სოციალური დახმარება.
მარტის შუა რიცხვებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა მიმართა რუსეთის ომბუდსმენ ტატიანა მოსკალკოვასა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას თხოვნით, მიეწოდებინათ ახალ რეგიონებში მყოფი ობლების სიები. როგორც მან განმარტა, საუბარია 18 წლამდე (ჩათვლით) ბავშვებზე, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით უკრაინის მოქალაქეები იყვნენ. ვერეშჩუკმა ასევე მოითხოვა ინფორმაცია ბავშვების შესახებ, რომლებიც „რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს“.