თბილისი, 30 მაისი — Sputnik. კიევმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ობიექტებზე დღეს ტერორისტული თავდასხმა განახორციელა უპილოტო საფრენი აპარატებით, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„შეტევაში თვითმფრინავის ტიპის რვა უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა. მოწინააღმდეგის ყველა დრონი განადგურებულია. აქედან სამი აპარატი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით გამოვიდა მწყობრიდან, რის შედეგადაც მართვა დაკარგეს და დასახულ მიზანს ასცდნენ, ხოლო ხუთი საზენტო კომპლექს „პანცირით“ ჩამოაგდეს პოდმოსკოვიეში“, — ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების Telegram-არხზე.
როგორც მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი წერს, შეტევის შედეგად „რამდენიმე შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა“, თუმცა სერიოზულად არავინ დაშავებულა, „სამედიცინო დახმარება ორ ადამიანს დასჭირდა“.
მისი თქმით, ადგილებზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ, რის გამოც ორი კორპუსის რამდენიმე სადარბაზოდან მოსახლეობის გაყვანა დაიწყო.
ამასთან მერი სთხოვს მოსახლეობას, ენდონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ცნობები.