Footballtransfers: ხვიჩა კვარაცხელია სერია А-ს სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Sputnik
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/23 სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ავტორიტეტული პორტალ Footballtransfers-ის ვერსიით.
ქართველი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური კლუბი „ნაპოლი" 33 წლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა. ეს კლუბის ისტორიაში სერია A-ს გამარჯვებულის მესამე ტიტულია. აქამდე „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა – 1986/87 და 1989/90 წლების სეზონებში, როდესაც „ნაპოლიში“ ლეგენდარული თავდამსხმელი დიეგო მარადონა თამაშობდა.
სერია A-ს 2022-23 სეზონის სიმბოლური გუნდი, Footballtransfers-ის ვერსია:
მეკარე: ივან პროვედელი („ლაციო“);
მცველები: ჯოვანი დი ლორენცო („ნაპოლი“), კიმ მინ ჯეე („ნაპოლი“), კრის სმოლინგი („რომა“), ფედერიკო დიმარკო („ინტერი“);
ნახევარმცველები: სტანისლავ ლობოტკა („ნაპოლი“), ანდრე-ფრენკ ზამბო ანგუისა („ნაპოლი“), ადრიენ რაბიო („იუვენტუსი“)
თავდამსხმელები: ლაუტარო მარტინესი („ინტერი“), ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).
„დაცვა ბოლო თვეებში კვარაცხელიას წინააღმდეგ უკეთესად თამაშობდა, მაგრამ მისი დებიუტი სერია A-ში 12 გოლით და 10 პასით პირველ სეზონში, სულ რაღაც 22 წლის ასაკში, უდავოდ აღსანიშნავია“, – წერს Footballtransfers.
პორტალმა ხვიჩას „დრიბლინგ-მანქანა“ შეარქვა.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის სადებიუტო სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. იგი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც იტალიის ჩემპიონი გახდა. 2004 წელს სკუდეტო „მილანის“ რიგებში კახა კალაძემ მოიგო.