ვაშლოვნის ნაკრძალში პოლიციელმა ტურისტების კარვებს ესროლა

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ტურისტების კარვების მისამართით რამდენჯერმე ისროლა
Sputnik
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ვაშლოვნის ნაკრძალში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
სამსახურის მონაცემებით, 28 მაისს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვნის ეროვნული პარკის მიმდებარედ განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით ისროლა.
მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“). დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის