მსოფლიო დღეს

საარჩევნო რეკორდი: სოფელში კენჭისყრა 32 წამში დასრულდა

Sputnik
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ესპანეთის სოფელ ვილაროჰაში, სადაც კვირას ადგილობრივი არჩევნები გაიმართა, ახალი საარჩევნო რეკორდი დამყარდა, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობამ ხმა სულ რაღაც 30 წამში მისცა და საარჩევნო უბანი გახსნიდან 32 წამში დაიხურა.
ესოდენ სწრაფი პროცედურის მიზეზი ისაა, რომ სოფელში სულ რვა ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ვილაროჰას ამჟამინდელი თავი სალვადორ პერესი თანამდებობაზე 1973 წლიდან იმყოფება და ყოველ ჯერზე ხელახლა ირჩევა ადგილობრივ არჩევნებზე.

„არ ვიცი, შვიდივე ხმას მივიღებ თუ არა. თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება”, — განუცხადა მან ესპანურ მედიას.

სულ რაღაც 29 წამსა და 52 მეასედში სოფელი ვილაროჰა გახდა პირველი თემი ესპანეთში, სადაც არჩევნები დასრულდა. პროცედურას ადგილზე მასმედიის არაერთი წარმომადგენელი ადევნებდა თვალს.
როგორც პერესმა აღიარა, მისი თანასოფლელები კენჭისყრისთვის საგანგებოდ მოემზადნენ, რათა სოფელ ილან დე ვაკას მოსახლეობა დაეჯაბნათ, სადაც მხოლოდ სამი რეგისტრირებული ამომრჩეველი ცხოვრობს.