მსოფლიო დღეს

მოლდოვა დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრს ქმნის

Sputnik
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მოლდოვაში შეიქმნება ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პროპაგანდასთან ბრძოლის ცენტრი, რომელიც ძირითადად რუსეთის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე იქნება კონცენტრირებული, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
პრეზიდენტის თქმით, ცენტრის შექმნის თაობაზე კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს უახლოს ხანში წარედგინება.

„თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების სფეროში კონსტიტუციური უფლებამოსილების შესაბამისად, პარლამენტს შევთავაზებ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პროპაგანდასთან ბრძოლის ეროვნული ცენტრის შექმნას სიმბოლური სახელწოდებით „პატრიოტი“. კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს კვირებში წარედგინება. ცენტრის ამოცანა ქვეყნის უშიშროების პირდაპირ საფრთხესთან, პროპაგანდასთან ბრძოლა იქნება“, — აღნიშნა სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი სწორედ დეზინფორმაციული პროპაგანდით ახდენს ზეწოლას რესპუბლიკის მოქალაქეებზე.
მოლდოვაში 2022 წლიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, რომლის ორგანიზატორიც არის პრორუსული ოპოზიციური პარტია „შორი“. მაია სანდუმ 2023 წლის თებერვალში განაცხადა, რომ რუსეთი კიშინიოვში ხელისუფლების შეცვლას „ე.წ. ოპოზიციის პროტესტებად შენიღბული ძალადობრივი ქმედებებით“ გეგმავს. საპასუხოდ მოლდოვის ოპოზიციამ სანდუ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობაში დაადანაშაულა.