მსოფლიო დღეს

ფასი 50-80 ათასი გირვანქა: აუქციონზე ჰიტლერის მოვერცხლილი ფანქარი გაიყიდება

Sputnik
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. მოვერცხლილ ფანქარს, რომელიც, სავარაუდოდ, ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა, ბელფასტის აუქციონზე ივნისში გაიტანენ გასაყიდად, იუწყება გამოცემა Guardian.
გამოცემის ცნობით, ფანქრის საწყისი ფასი 50-80 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება.
მიიჩნევა, რომ ფანქარი ნაცისტთა ლიდერს მისმა მეგობარმა ქალმა ევა ბრაუნმა აჩუქა 1941 წლის 20 აპრილს — 52 წლის იუბილეზე. მასზე დატანილია გერმანულ ენაზე შესრულებული წარწერა „ევა“ და ასევე ადოლფ ჰიტლერის ინიციალები AH.
გარდა ფანქრისა, ბელფასტის აუქციონზე ასევე გავა ჰიტლერის ფოტო — მისივე ორიგინალური ხელმოწერით.
სააუქციონო სახლის დირექტორ კარლ ბენეტს მიაჩნია, რომ ნივთები მთელი მსოფლიოს კოლექციონერთა ინტერესს გამოიწვევს.

„ჰიტლერის კუთვნილი გრავირებული ფანქრის მნიშვნელობა ისაა, რომ უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის ჰიტლერის პირად ურთიერთობებზე, რომელსაც ის საგულდაგულოდ უმალავდა საზოგადოებას. <...> ევას მიერ პერსონალიზებული ფანქრით გამოხატული სიყვარული [ჰიტლერის] დაბადების დღეზე გვეხმარება ფარდა ავხადოთ ტყუილს, რომელიც ჰიტლერის საჯარო ფასადის მიღმა იმალებოდა“, — ამბობს ბენეტი.

გარდა ამისა, სააუქციონო სახლის დირექტორი მიიჩნევს, რომ ფანქარი ისტორიულ ობიექტად უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან „ის ჩვენი წარსულის ნაწილს ინახავს“, მიუხედავად იმისა, რომ ეს წარსული ერთ-ერთი ყველაზე „შავბნელი პერიოდი იყო კაცობრიობის ისტორიაში“.
წყარო: Guardian