თბილისი, 28 მაისი — Sputnik. მეღვინეობის სექტორში პრობლემების გადასაჭრელად გურჯაანში 27 და 28 მაისს ღვინოთონი მიმდინარეობს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიების მიზანი - მეღვინეობის სექტორში პრობლემების/გამოწვევების შესახებ მოკვლევა და შემდეგ მისი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება.
ღონისძიება ხელს შეუწყობს ინიციატივაში ჩართული კომპანიებისა და ორგანიზაციების კრეატიულ პირებთან დაკავშირებას, მათ შორის პროდუქტიული საქმიანი ურთიერთობების სტიმულირებას, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ღვინოთონის გამარჯვებული მიიღებს გრანტს 5000 ლარის ოდენობით.
ღონისძიება გურჯაანის ტექნოპარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.