თბილისი, 28 მაისი – Sputnik. მთაწმინდის პარკში 10 ივნისს რიგით მეხუთე საბავშვო ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ბავშვებს ელოდება მხიარული თამაშები, შეჯიბრებები, კონკურსები, საინტერესო წარმოდგენები და სხვადასხვა მასტერ-კლასები.
ფესტივალის კარი ღია იქნება 12:00-დან 20:00 საათამდე და სტუმრებს სხვადასხვა მიმართულების ზონა დახვდება: საბავშვო სტარტაპები, განათლება, ჯანმრთელობა, სპორტი, გართობა.
მშობლებიც არ მოიწყენენ. „მშობლებს ექნებათ საშუალება მიიღონ განსაკუთრებული ფასდაკლებები საბავშვო პროდუქციაზე, გაეცნონ სიახლეებს საბავშვო მიმართულებების შესახებ და მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია“, - პირდებიან ორგანიზატორები.
ღონისძიების დასასრულს სტუმრების წინაშე ცნობილი ქართული ჯგუფი Killages წარდგება. დასწრება თავისუფალია. ფესტივალი თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.