თბილისი, 28 მაისი – Sputnik. ქართველი სინოპტიკოსები მაისის ბოლო დღეებში როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის მატებას 30-33 გრადუსამდე ვარაუდობენ.
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, კი 27-დან 33 გრადუსამდე აიწევს. ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა 31 გრადუსი იქნება.
„ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 25-30 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 27-32 გრადუსის ფარგლებში“, - განაცხადა სინოპტიკოსმა მაია ქააძემ.
ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა.