თბილისი, 27 მაისი – Sputnik. წალკაში ტექნიკური მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა - შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 მსუბუქად დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
„საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, რომ სარემონტო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ახორციელებდა. დაღუპული და დაშავებულები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.