Summer Beer Festival: თბილისში ზაფხულის ლუდის ფესტივალი გაიმართება

პროექტის მიზანია ლუდის ფესტივალის სახალხო ზეიმად ქცევა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს გააერთიანებს.
Sputnik
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. 10-11 ივნისს თბილისში, დედაენის ბაღში ზაფხულის ლუდის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
პროექტის მიზანია ლუდის ფესტივალის სახალხო ზეიმად ქცევა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს გააერთიანებს.
ლუდი
„ლუდი ჩვენი ქვეყნის იდენტობაა და საზოგადოება ქართული ლუდის ისტორიას უნდა იცნობდეს“, - ამბობენ ორგანიზატორები.
ფესტივალზე ლუდის მწარმოებელი 15 კომპანია იქნება წარმოდგენილი.
სხვადასხვა სახეობის ლუდის და ხემსების დაგემოვნების გარდა, ფესტივალზე სხვადასხვა გასართობი აქტივობებია დაგეგმილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩვენება; მუსიკალური წარმოდგენა; სპორტული აქტივობები და შეჯიბრებები; გასართობი ღონისძიებები; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალზე იქნება ასევე ბავშვთა გასართობი სივრცე.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან ქალაქ თბილისის მერია და ტურიზმის ადმინისტრაცია. ღონისძიებაზე სტუმრობა უფასოა.