საქართველომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა - ფოტო

თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
Sputnik
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ეძღვნება 1918 წელს პირველი დემოკრატიული მთავრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მთავრობას სათავეში ნოე ჟორდანია ედგა.
პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელიწადი იარსება. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა.
1 / 15

საქართველო დღეს მთავარ სახელმწიფო დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

2 / 15

ტრადიციულად, დღესასწაულის აღნიშვნა სამხედრო აღლუმით დაიწყო

3 / 15

საზეიმო ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულებს

4 / 15

წვევამდელებმა სამშობლოს წინაშე ფიცი დადეს. ცერემონია თბილისსა და 10 რეგიონში შედგა

5 / 15

თავისუფლების მოედანზე მიიტანეს ეროვნული დროშა

6 / 15

რომელიც საზეიმო ვითარებაში აღიმართა სცენაზე

7 / 15

საჰაერო აღლუმში მონაწილეობდნენ სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები

8 / 15

ოფიციალურმა პირებმა დღესასწაული მიულოცეს ვეტერანებს, მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, ახალწვეულებსა და ქვეყნის მოსახლეობას

9 / 15

თავისუფლების მოედანზე გაიმართა სამხედრო ტექნიკის გამოფენა

10 / 15

ღონისძიებაზე მისულები ჯავშანტექნიკის ფონზე სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ

11 / 15

სამხედრო მოსამსახურეები კი მათ სამხედრო შეიარაღებას უჩვენებდნენ

12 / 15

წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „თავისუფლების სიყვარულით“

13 / 15

სტუმრების ნაწილმა სცენასთან მოიყარა თავი, ნაწილი კი გამოფენას სტუმრობდა

14 / 15

სადაც ეროვნულ მოტივებზე შექმნილი კომპოზიციებია წარმოდგენილი

15 / 15

დღესასწაულზე გაიმართა სპორტული ღონისძიებებიც, რომლებშიც ძირითადად ბავშვები მონაწილეობდნენ