„დღეს 26 მაისია, დამოუკიდებლობის დღე, თქვენი ფიცის დადების დღე, რომლითაც თქვენ სამშობლოს უცხადებთ ერთგულებას და თავდადებას“, – განაცხადა საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს თბილისში დაგეგმილია უამრავი გასართობი და საზეიმო ღონისძიება. საღამოს ქალაქის ცენტრში გაიმართება გალა-კონცერტიც. ზეიმი კი ქალაქის თავზე ფეიერვერკებით დასრულდება.