თბილისი, 25 მაისი — Sputnik. ვაკეში მდებარე ერთ-ერთ კაფეში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე „სტრადაში“ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა შვიდჯერ გაისროლა და ტერიტორია დატოვა.
„მოსაშვილის კოფიშოპში ვარ, „პერესტრელკაში" მოვყევი, მგონი ვიღაც ჩაცხრილეს. 7-ჯერ ისროლა ტიპმა“, – დაწერა სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნინო ჟვანიამ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ესროლეს გუგა ფირცხალავას, რომელიც სხვა პიროვნებაში შეეშალათ.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.