პოლონეთმა და რუმინეთმა ევროპაში ბირთვული აპოკალიფსის დასაწყისი შენიშნეს. უკრაინის ხმელნიცკის რაიონში ბრიტანული ურანის საბრძოლო მასალების არსენალზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ რადიოაქტიურმა ღრუბელმა ორ დღეში 400 კმ-ით გადაინაცვლა დასავლეთით.
ქარის გამო განგაშის საფუძველი უნგრეთსა და სლოვაკეთშიც არსებობს. დადგა დრო, აგრესიულმა პლანეტარულმა მეზობლებმა გაიხსენონ დიდი თავადისა და რუსი მხედართმთავრის ალექსანდრ ნეველის ისტორიული გაფრთხილება: „ვინც მახვილით მოვა, მახვილითვე განიგმირება“.
რუმინელმა სენატორმა დიანა შოშოაკემ BZI-სთან ინტერვიუში თქვა, რომ „კინჟალებით“ ხმელნიცკის მახლობლად რუსული დარტყმისა და აპოკალიფსური აფეთქებების შემდეგ (14 მაისი) ბრიტანული გაღარიბებული ურანის ჭურვებიდან ავარდნილმა რადიოაქტიური მტვრის ღრუბელმა პოლონეთი 48 საათის შემდეგ დაფარა; და ვარშავისთვის უფრო მიზანშეწონილია, რომ საერთაშორისო სასამართლოში ლონდონისგან მოითხოვოს კომპენსაცია და არა ომის რეპარაციები ბერლინისგან.
როგორც სენატორმა შოშოაკემ განმარტა: „ამ საწყობში იყო გაღარიბებული ურანის სატანკო ჭურვები, რომლებიც უკრაინას დიდმა ბრიტანეთმა მიაწოდა. საბრძოლო მასალა 500 მილიონი დოლარის ღირებულებისა იყო“.
საშუალო ფასების მიხედვით, საწყობში დაახლოებით 100 ათასი ჭურვი უნდა ყოფილიყო.
მანამდე ევროპელებს უკრაინიდან მიახლოებული რადიოაქტიური ღრუბლის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა აცნობა.
მოსკოვმა მანამდეც არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთი უკრაინის არმიის მიერ ნატოს გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენების უზარმაზარი საფრთხის შესახებ. ლონდონი და ვაშინგტონი კი პასუხობდნენ, რომ ასეთი ჭურვებისა და ავიაბომბების გამოყენება „ჩვეულებრივი ამბავია“ და პასუხისმგებლობა საბოლოო მომხმარებელზე, ანუ კიევზე გადაიტანეს.
ხმელნიცკის მახლობლად ათობით ათასი ჭურვის აფეთქება არ არის ბირთვული აფეთქების ტოლფასი, მაგრამ ამის შედეგად ატმოსფეროში მრავალი ტონა წვრილი, ტოქსიკურ-რადიოაქტიური ლითონის მტვერი გაიფრქვა.
ამ ფორმის ურანის იზოტოპები U-235 და U-234 ჰაერის მასებით ასობით კილომეტრზე ვრცელდება, წყალზე, ნიადაგში და ადამიანების ფილტვებში ილექება და თითქმის სამუდამო საფრთხეს წარმოადგენს (მათი ნახევარდაშლის პერიოდი 4,5 მილიარდი წელია).
რადიოაქტიური და ტოქსიკური ურანის მტვრის განეიტრალება ძნელია, მისი ჰაერიდან, ნიადაგიდან, წყლიდან და ადამიანის ორგანიზმიდან განდევნა შეუძლებელია. რეგიონებში, სადაც გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალები აქტიურად გამოიყენება, დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ მკვეთრად იზრდება ბავშვებში ონკოდაავადებები, სიკვდილიანობა და თანდაყოლილი ანომალიები (სერბეთი, ერაყი).
ურანის ღრუბლები და პანიკა
ურანი არის ძალიან მკვრივი და ცეცხლგამძლე ლითონი, თუმცა მნიშვნელოვანი დატვირთვის შემთხვევაში (არსენალის დეტონაცია), გაღარიბებული ურანი კარგად იწვის (დუღს) და ტოქსიკურ ნაერთებს გამოყოფს, რამაც შეიძლება ატმოსფერო და უზარმაზარი ტერიტორია დააბინძუროს.
ურანის მტვერი აღწევს ღრუბლების ფენას, დიდხანს „მოგზაურობს“ და წვიმასთან ერთად ბრუნდება დედამიწაზე. შემთხვევითი არ არის, რომ რუსმა ექსპერტმა ალექსეი ანპილოგოვმა ხმელნიცკის მახლობლად ბრიტანული საბრძოლო მასალის განადგურების შედეგები 1986 წლის ჩერნობილის ხანძარს შეადარა.
არსენალზე რუსეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ხმელნიცკისა და ტერნოპოლის მცხოვრებლები ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიებიდან შორს გამოჩენილმა „დოზიმეტრულმა პატრულმა“ შეაშფოთა. დაიწყო მოსახლეობის სტიქიური ევაკუაცია ხმელნიცკისა და ტერნოპოლის რეგიონებიდან.
პოლონეთის აღმოსავლეთში ბისმუტის დონის მკვეთრი — 7-ჯერ მატება დაფიქსირდა (ბისმუტი — გაღარიბებული ურანის დაშლის ტოქსიკური პროდუქტი). ურანის ღრუბლებმა და პანიკამ დაფარა ვარშავა და ბუქარესტამდე მიაღწია.
ურანის ჭურვის ყოველი გასროლა ერთ ჰექტრამდე მოწამლულ ტერიტორიას უდრის. უკრაინის არსენალის აფეთქება უკრაინის მინიმუმ რამდენიმე რეგიონის გარანტირებულად დაბინძურებას ნიშნავს.
1999 წელს სერბეთის ტერიტორიაზე გაღარიბებული ურანის ავიაბომბებით ამერიკულმა თავდასხმებმა დაავადებების მკვეთრი ზრდა გამოიწვია სამოქალაქო მოსახლეობაში — იქ წელიწადში დაახლოებით 800 ადამიანი იღუპება ონკოლოგიით, მათ შორის ბავშვები.
დაშავდა ნატოს ათასობით ჯარისკაციც, რომლებიც ოპერაცია „სამოკავშირეო ძალაში“ მონაწილეობდნენ, ასობით მათგანი დაიღუპა. ონკოლოგიური დაავადებების გაღარიბებულ ურანთან კავშირი დადასტურდა როგორც ექსპერტების, ისე სასამართლოს მიერ.
გაეროს მონაცემებით, ერაყში შეჭრის დროს (2003-2004 წწ.) აშშ-ის ჯარებმა დაახლოებით 300 ტონა გაღარიბებული ურანი გამოიყენეს, რის შედეგადაც ქალაქ ფალუჯაში რადიაციული მდგომარეობა იმაზე მეტად გაუარესდა, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. 2009 წლიდან ერაყის ქალაქების — ამარის, ბაღდადის, ბასრისა და კარბალის მშვიდობიანი მოსახლეობა ასევე იტანჯება იშვიათი და აქამდე უცნობი დაავადებებით.
ევროპის თავზე ურანის ახალი ღრუბლების გაჩენის ფონზე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა 23 მაისს კიდევ ერთხელ შეახსენა დასავლეთს, რომ მის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდება ზრდის ბირთვული აპოკალიფსის ალბათობას. თუ გაფრთხილებები არ იმუშავებს, რუსეთს ნატოს ქვეყნების მრავალპოლარული სამყაროს მკაცრ რეალობაში დაბრუნება სხვა საშუალებებით მოუწევს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე