პესკოვი: რუსულმა სპეცსამსახურებმა თავისი საქმე იციან

Sputnik
თბილისი, 25 მაისი — Sputnik. რუსულმა სპეცსამსახურებმა იციან თავიანთი საქმე და იციან, რას აკეთებენ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
ასეთი კომენტარი გააკეთა მან უკრაინის დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ პროგრამაში „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“, როდესაც საუბარი სახელმწიფოს მეთაურის უსაფრთხოებას შეეხო.

„დამიჯერეთ, ჩვენმა უშიშროების სამსახურებმა იციან თავიანთი საქმე და იციან, რას აკეთებენ. ტერორისტული რეჟიმი თავის ტერორისტულ მისწრაფებებზე საუბრობს. ამიტომ სამხედრო სპეცოპერაცია გამართლებულია, საჭიროზე მეტია და დასახული მიზნების მიღწევით უნდა დასრულდეს“, — აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე უკრაინის დაზვერვის მთავარი საამართველოს უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი უწყების პრიორიტეტი იმათი განადგურებაა, ვინც ხალხს შეტევის ბრძანებას აძლევს. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად მან თქვა, რომ პრეზიდენტი პუტინი ჩამონათვალის თავში დგას, ვინაიდან სწორედ სახელმწიფოს მეთაური „უწევს კოორდინაციას და წყვეტს იმას, რაც ხდება“.