ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა 75-დან 90 წლამდე ადამიანებმა ქვეყანას დღესასწაული ცეკვითა და სიმღერით მიულოცეს.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ეძღვნება 1918 წელს პირველი დემოკრატიული მთავრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას. მთავრობას სათავეში ნოე ჟორდანია ედგა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ 2,5 წელიწადი იარსება.
საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს აღიდგინა. შესაბამისი აქტი საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე 9 აპრილს ქვეყნის უზენაესმა საბჭომ მიიღო.