კახეთში 50 წლის ქალი მოკლეს

ადგილობრივების ვარაუდით, ქალი მისმა მეგობარმა მამაკაცმა ქონების დაუფლების მიზნით მოკლა.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. კახეთში 50 წლის უზბეკი ქალი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ცხედარი მდინარე იორთან გამვლელებმა იპოვეს, მათი თქმით, ქალს დაზიანებები აღენიშნებოდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქალი რამდენიმე წელია საქართველოში მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ მისი მეგობარი მამაკაცი დააკავა „ცხელ კვალზე“ პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ვარაუდობს, კაცმა ქალი ქონების დაუფლების მიზნით მოკლა.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია საგამოძიებო ღონისძიებები.