თბილისი, 24 მაისი – Sputnik. იმერეთში არასრულწლოვანი გოგონას ჩვენების საფუძველზე მისი მამა და ბიძა დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
13 წლის მოზარდის მტკიცებით, მამა და ბიძა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობა მშობლებს შორის კონფლიქტს უკავშირდება, რომლებიც წლებია გაშორებული არიან.
ამ დროისათვის დაკავებულები წყალტუბოს დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე „ოჯახური ძალადობის" მუხლით დაიწყო.
მოზარდის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკავებულების ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს. მისი ინფორმაციით, მათთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.