საგარეჯოში უცხოელი ქალი მოკლეს

ქალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საგარეჯოში უზბეკეთის მოქალაქე მოკლეს, ქალის მკვლელობის ფაქტზე 60 წლამდე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის ქალის ცხედარი მდინარე იორთან იპოვეს, მას თავის არეში და სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება. ქალი რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობდა. ადგილობრივების ვარაუდით, მომხდარი ფინანსურ ინტერესს უკავშირდება, რის გამოც ის მეგობარმა მამაკაცმა ქონების დაუფლების მიზნით მოკლა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მომხდარს კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტი იძიებს.